მე და ჩემი მეგობრები
სკოლამ უამრავი მეგობარი შემძინა. ჩემს სკოლაში ბევრი პედაგოგი მუშაობს, რომლებიც თავს არ ზოგავენ, რომ თავიანთი ცოდნა მოსწავლეებს გადასცენ და არ ჩამორჩნენ განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებს.
თბილი და მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. ვცდილობთ, ყველანაირი პრობლემა ერთად გადავჭრათ უმტკივნეულოდ და ურთიერთშეთანხმებით. ვისურვებდი, ასეც გაგრძელებულიყოს!
თავის დროზე, როცა პედაგოგიურ მოღვაწეობას ვიწყებდი, ძალიან დამეხმარა, მხარში ამომიდგა და დედობრივი მზრუნველობა გამიწია ბრწყინვალე ფილოლოგმა ციცინო გობაძემ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას!
მართალია, პედაგოგს ნაკლებად აქვს თავისუფალი დრო , მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ, ხშირად ვიკრიბებით და მხიარულად ვატარებთ დროს.
ვფიქრობ, ჩვენი მეგობრობით მოსწავლეებსაც ვაძლევთ მაგალითს.
No comments:
Post a Comment