მე და ჩემი კლასი
მე და ჩემი კლასი უკვე მეხუთე მეხუთე თვეა ერთად ვართ. კარგად შევეწყეთ და გავიცანით ერთმანეთი. კლასში 9 მოსწავლეა .ისინი ახლა იმ ასაკში არიან , როცა ადამიანები თვითდამკვიდრებასა და საკუთარი პიროვნული თვისებების გამოვლენას ცდილობენ. მწვავედ განიცდიან შენიშვნას და უხარიათ შექება - წახალისება. ვცდილობ, მაქსიმალურად ლოიალური ვიყო მათ მიმარ და პრობლემურ სიტუაციებში მათთან ერთად მოვნახო გამოსავალი, ან დავეხმარო, თავად მიაგნონ მას. ძალიან უყვართ ექსკურსიები, ლაშქრობები , ერთად შეკრება და გართობა.ვცდილობ, ყველანაირ სიტუაციაში მათთან ერთად ვიყო, დავეხმარო, რჩევა მივცე და მხარში ამოვუდგე.
No comments:
Post a Comment